понедельник, 10 июня 2019 г.

წერითი უნარ-ჩვევები ისტორიაში

                                                                                                                                                                                       
მოგესალმებით მე გავაკეთე შემდეგი

                     
   პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

   ,, წერითი უნარ-ჩვევები ისტორიაში"

      წარმოგიდგენთ ჩემ ნაშრომს...💓









სარჩევი--------------------------------------------------------------------------2
I-თავი
შესავალი------------------------------------------------------------------------3
საკვლევი საკითხის მიმოხილვა        ------------------------------------------4
მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ---------------------------------------5
კვლევის მიზანი------------------------------------------------------------------6
საკვლევი ამოცანები- კითხვები------------------------------------------------7
ლიტერატურის მიმოხილვა-----------------------------------------------------8-9-10
კვლევის სამიზნე ჯგუფი--------------------------------------------------------11
კვლევის ვადები------------------------------------------------------------------12
კვლევის მეთოდები-აქტივობები---------------- ------------------------------13-14
ანკეტირება-ნიმუში--------------------------------------------------------------15-16
სამიზნე კლასის ერთიანი რაოდენობრივი სურათი--------------------------17
დიაგრამები---------------------------------------------------------------------18-19-20
გამოკითხვის შედეგების ანალიზი-------------------------------------------21
II-თავი
პედ.შორენა სამაკაშვილი მიერ განხორციელებული ინტერვენციები-22-23
შედეგების შეფასება-----------------------------------------------------------24
დასკვნა--------------------------------------------------------------------------25
რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ --------------------26
გამოყენებული ლიტერატურა-----------------------------------------------27
რეფლექსია კვლევის შედეგებიას გაზიარების შესახებ-------------------28-29

შესავალი


 ნაშრომი წარმოადგენს სსსპ ქ თბილისის N14 საჯარო სკოლაში .

განხორციელებულ პრაქტიკულ კვლევას თემაზე

 წერითი უნარ-ჩვევები ისტორიაში 

I     თავი
შესავალი
ნაშრომი წარმოადგენს სსსპ ქ თბილისის N14 საჯარო სკოლაში განხორციელებულ პრაქტიკულ კვლევას თემაზე ,,წერითი უნარ ჩვევები ისტორიაში"
ჩემი საგნის წერითი უნარ ჩვევების განვითარების პრობლემის საჭიროებიდან გამომდინარე
გადავწყვიტე განმეხორციელებინა პედაგოგიური პრაქტიკული  კვლევა რომელიც დამეხმარებოდა მეც და ჩემი სკოლის თანამშრომლებსაც არსებული პრობლემის დაძლევაში.  ჩემთვის და ჩემი სკოლის კოლეგებისათვის საკითხი აქტუალურობას განსაზღვრავს პრობლემის სიმწვავე  და ფართო არეალი.განვიხილე პრობლემის გამომწვევი მიზეზები და მოგვარების გზები, დავსახე სწავლა/სწავლების ეფექტური სტრატეგიები რომელიც მოსწავლეების მოტივაციის ამაღლების საუკეთესო საშუალებაა.

 ისტორიის პედაგოგის შორენა სამაკაშვილის ნაშრომში წარმოდგენილია საკვლევი თემა რომელშიდაც ასახულია  სკოლაზე ინფორმაცია, საკვლევი მასალის მიმოხილვა, საკვლევი მასალის  მიზანი , კვლევის  ამოცანები და ლიტერატურის გაცნობა , სამიზნე ჯგუფები,   ვადები,   მეთოდები, ჩემ მიერ განხორციელებული  ინტერევენციების მიმოხილვა- ანალიზი, კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგების ანალიზი,დასკვნა,შენიშვნები.

საკვლევი საკითხის მიმოხილვა
სკოლის მოსწავლეების აღზრდა-განათლებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება წერითი უნარ ჩვევების განვითარებას რაც ხშირ შემთხვევაში პრობლემასთანაა დაკავშირებული  რადგან განსხვავებულ რეალობაში მოსწავლე  შესძლებლობებიდან გამომდინარე დგება სირთულის წინაშე და წარმოიშვება პრობლემები წერითი უნარ ჩვევების დაძლევისა.
საკვლევი თემის შერჩევა განაპირობა მისმა აქტუალობამ, რადგან სასწავლო სივრცეში ხშირადაა ფრაზები გამოყენებული ,,წერა ყველაზე მეტად უჭირს ჩვენ მოსწავლეებს , ზეპირსიტყვიერებაში უკეთესი მაჩვენებელია ვიდრე წერით მეტყველებაში“ -
აღნიშნული პრობლემა კი მოსწავლეებს ხელს უშლის მომავალი წარმატების მიღწევაში ,
ჩემი კვლევის მიზანი გახდა არა ის თუ რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა უშუალოდ სკოლის პროგრამა, არამედ,რამდენად კარგად არიან მოსწავლეები მომზადებული საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური და სრულფასოვანი ჩართულობისათვის.
სარგებელი: მე, როგორც პედაგოგმა კვლევაზე მუშაობით შევძელი საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენა, სიახლეების აღმოჩენა და დანერგვა ჩემს მოსწავლეეთან ერთად.
 პრობლემის არსიდან გამომდინარე სასწავლო პროცესი რომ მივმართოთ მომავლისაკენ საჭიროდ ვთვლი კვლევის განხორციელებას ჩემ საგანში , რომელიც ხელს შეუწყობს წერითი უნარების გაუმჯობესებას, დაეხმარება მოსწავლეებს რთული ცხოვრებისეული საკითხების მოგვარებაში , აქტიურად ჩაერთვებიან განათლების სისტემის მიერ  განხორციელებულ კონკურსებსა და ოლიმპიადებში, გახდებიან თამამები, რომ მომავალში იყვნენ აქტიურები და მოტივირებულები . სკოლას კი ეყოლება მეტი წარმატებული და მოსწავლე

ვფიქრობ,რომ კოლეგები დაინტერესდებიან აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით ჩემს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული მრავალფეროვანი სტრატეგიებით, აქტივობებით, პედაგოგიური მეთოდებით და დამდგარი შედეგებით, რადგან სხვადასხვა საფეხურზე სწავლებისას ანალოგიური პრობლემური სიტუაციის წინაშე შეიძლება რომელიმე მათგანიც აღმოჩნდეს.
 მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ


 სსსპ ქ თბილისის N14 საჯარო სკოლაში სწავლობს 760 მოსწავლე, სკოლაში მუშაობს 52 მასწავლებელი. სკოლას ჰყავს 33 სერტიფიცირებული მასწავლებელი. თანამშრომლობითი და პრობლემაზე ორიენტირეული სწავლება სკოლის პრიორიტეტს წარმოადგენს. პედაგოგები გადიან გადამზადებას და სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით,სკოლაში შექმნილი სასწავლო რესურსები, რაც საშუალებას იძლევა ხარისხიანად წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი. მაშინ როდესაც სკოლა ორიენტირებულია ყოველგვარი სიახლისა და სირთულეების ამიტომ დირექციისა და პედაგოგთა ინტერესს წარმმოადგენს პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.
კვლევის მიზან
წერითი უნარ ჩვევების ამაღლება ისტორიაში
ჩემი კვლევის მიზანი გახდა შემესწავლა წერაში არსებული პრობლემა  სხვადასხვა აქტივობების გამოყენებით, დამედგინა მოსწავლეების მიღწევის დონე ამ მიმართულებით, მეპოვა ხელისშემშლელი მიზეზები და მომეძებნა მისი გადაჭრის გზები, შემერჩია და განმეხორციელებინა ინტერვენციები ანუ დავხმარებოდი მოსწავლეებს ისტორიაში წერითი უნარ ჩვევების განვითარებაში, გამეანალიზებინა და კოლეგებისთვის შემეთავაზებინა მიღებული რეკომენდაციები.
მიზნის შესაბამისად მთავარი საკვლევი კითხვა ასე ჩამოვაყალიბე
როგორ განუვითაროთ მოსწავლეებს წერითი უნარები ისტორიაში.
დავსვი კითხვები :
ü  რა არის პრობლემის გამომწვევი მიზეზი( სწავლის შესაბამისი უნარ ჩვევების არქონა, დაბალი მოტივაცია, სიზარმაცე)?

ü  რამდენად მნიშვნელოვანია განსხვავებული მეთოდების გამოყენება წერითი უნარების გასავითარებლად?
ü  ყველა დონის მოსწავლისთვის იქნება თუ არა ეფექტური ეს მეთოდები?

ü  იქნება თუ არა საინტერესო მათთვის წერით შესრულებული გაკვეთილი? რა მეთოდის გამოყენება გაზრდის მათ ინტერესს წერის მიმართ?

კითხვებზე პასუხის გასაცემად შევიმუშავე გეგმა და დავსახე ამოცანები.

კვლევის ამოცანები
კვლევის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს

ü  მოსწავლეებში საგაკვეთილო პროცესში ჩანაწერების გაკეთება შეუწყობს თუ არა წერითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას და მოტივაციის ზრდას ხელს?

ü  რამდენად სწორად წარვმართავ ფოკუსჯგუფის შეხვედრას წინასწარ მომზადებული კითხვებით?


ü  როგორ ავირჩიო  სამიზნე ჯგუფი/ჯგუფები?

ü  როგორ შევძლებ კითხვარის შედგენას რომელიც ადვილად გასაგები და პრობლემის გამოკვეთის მომცემი იქნება?

ü  სწორად დავგეგმავ სტრატეგიებს?

ü  რამდენად სასარგებლო იქნება ჩემ მიერ წარმოებული კვლევა ჩემი კოლეგებისთვის, ჩემი სკოლისთვის, ჩემთვის?



 ლიტერატურის მიმოხილვა

ლიტერატურის მიმოხილვა.
კვლევის დაწყებამდე ინფორმაციის შეგროვების მიზნით გავეცანი ლიტერატურას და
აღმოვაჩინე, რომ არსებობს საერთაშორისო PISA კვლევა რომელიც ამოწმებს მოზარდების მზაობას ,გაუმკლავდნენ ყოველდღიურ გამოწვევებს იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რომლებიც სკოლაში მიიღეს PISA- მიზანს არ წარმოადგენს, შეამოწმოს, თუ რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა უშუალოდ სკოლის პროგრამა, არამედ იკვლევს, რამდენად კარგად არიან მოსწავლეები მომზადებული საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური და სრულფასოვანი ჩართულობისათვის. მომეწონა და მივაქციე მეტი ყურადღება ამავდროულად გავეცანი დანიელი კოლეგების გამოცდილებას რომელიც წარმოადგენდა ინტერაქტიული სწავლების რამდენიმე მეთოდს, რომელთა შორის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა წერის ორი მოდელი. მათი გამოყენება შესაძლებელია ყველა საგანში, ყველა თემაზე, ამავდროულად ადვილია ამ მოდელების გაერთიანება სხვა წერით სავარჯიშოებთან და რაც მთავარია, იძლევა წერის კულტურის გაუმჯობესების საშუალებას იმდენად მომეწონა ფლუმის ეს მოდელი, რომ აუცილებლად დავნერგავ ჩემს საგაკვეთილო პროცესში და გაუზიარებ კოლეგებსაც.
მასწავლებელი კოლეგებთან ერთად გეგმავს სპეციალურ კვლევით სამუშაოებს,
ახორციელებს მათ და იყენებს პრაქტიკულ საქმიანობაში(პროფესიული განვითარება,მუხლი133,,1): შეუძლია საკვლევი საკითხის დამოუკიდებლად განსაზღვრა,კვლევის ჩატარება,მონაცემთა დამუშავება-ინტერპრეტაცია,კვლევის შედეგების გამოყენება საკუთარი და კოლეგების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.(პროფესიული განვითარება,მუხლი139,2 2014წ.)
 წიგნიერება არის ცოდნა , რომელიც შესაძლებელს ხდის ენის მარაგის ეფექტურ გამოყენებას სწავლისა და კომუნიკაციის მიზნიით , როგორც სასკოლო ასევე სამოქალაქო საქმიანობაში და მოიცავს კითხვის, მოსმენის მეტყველების წერის უნარებს, ენის სიმბოლოების ამოცნობა გამოყენების უნარსისევე როგორც ზეპირი , ვიზუალური, ნაბეჭდი თუ ციფრული ტექსტების გააზრებისა და ინტერპრეტაციის უნარი.
(ეროვნული სასწავლო გეგმა. პრიორიტეტუილი გამჭოლი კომპენტეციები http://ncp.ge/ge/tsigniereba/shesavali)


 წიგნიერება გულისხმობს კითხვის, წერის, მოსმენისა და ლაპარაკის მიზნით ენის გამოყენების უნარს. დღეს ამ ცნების შინაარსი გაცილებით მეტს მოიცავს; თანამედროვე გაგებით, წიგნიერება არის ცვალებად კონტექსტში კითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარი იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს;
(ეროვნული სასწავლო გეგმა. პრიორიტეტუილი გამჭოლი  VIII კომპენტეციები muxli 48.3.ა.11.10.2011)

   წერითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებამ  შესაძლოა უფრო ეფექტურად და ინტენსიურად შეუწყოს ხელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას. ასეთებია, მაგალითად:

ü  აზროვნების უნარი
ü  სივრცეში ორიენტირება
ü  ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება
ü  კომუნიკაცია
ü  წერის უნარი
ü  სწავლის უნარ
ü  კვლევა
ü  შემოქმედებითი უნარი

(ეროვნული სასწავლო გეგმა. თავიXXXV. სასწავლო გეგმა- საზოგადოებრივი მეცნიერებები. მუხლი 1- შესავალი 2011-2016)
წერა სოციალური პროცესია , ოჯახი გარემო ნათესასვები , მეგობრები და თანატოლები დიდი გავლენას ახდენენ მოზარდის ლექსიკასა და მის განვითარებაზე , სწორედ ამიტომაა რომ წიგნიერ გარემოში აღზრდილი მოზარდი უკეთესად კითხულობს და წერს , მასწავლებლებსაც უფრო გვიადვილდება ისეთ მოსწავლეების სწავლება რომელთაც ოჯახისა და ახლობლების ხელშეწყობით წიგნზე მუშაობის უნარ ჩვევები აქვთ  გამომუშავებული

მასწავლებელმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს ისტორიული წაყაროებს და მისი შესწავლის აუცილებლობას,მასწავლებელი ამ დროს არის მკურნალი მოიშველიებს კლასგარეშე ლიტერატურას.წერითი მეტყველება მოითხოვს აზრის მოქნილობას და მის სწორად განთავსებას , რაც დაკავშირებულია ისტორიული წყაროს მუშაობის პროცესში  მასალის ღრმა წვდომასთან,აქედან გამომდინარე გაკვეთილის მიმდინარეობისას უნდა განიხილებოდეს ისტორიული წყაროები, მუშაობაში ჩართოს შემოქმედებითობისა და კვლევის ელემენტები, რითაც გაცილებით საინტერესოსა და მიმზიდველს გახდის სწავლების პროცესს, მეტ ინტერესს გაუღვიძებს მოსწავლეებს ისტორიის მიმართ, ხელს შეუწყობს ისტორიის უკეთ გააზრებაში.  ( დამხმარე ლიტერატურა: მასწავლებლის დამხმარე სტანდარტი, ჟურნალი მასწავლებელი, N4, 2016 წ ხათუნა მჭედლიშვილი . შეცდომების გასწორება)

                                             კვლევის მეთოდები
კვლევა, რომ ობიექტური ყოფილიყო   დასკვნების გამოსატანად  გამოვიყენე  რაოდენობითი და თვისობრივი-ანკეტირება.რომელიც   ხელს შეუწყობს სიღრმისეული კვლევის შესწავლას და მათი ერთობლიობა აწევს კვლევის ხარისხს.
ფოკუსჯგუფი -პრობლემის გადასაჭრელად მოვაწყვე შეხვედრა ჩემი სკოლის მასწავლებლებთან ასევე რჩევა ვკითხე სხვა სკოლის პედაგოგებს .
შეხვედრას ესწრებოდა ხუთი მასწავლებელი საუბარი ძირითადად შედგა შემდეგი  კითხვების მიხედვით.

ü  რა სიხშირით ვიყენებთ  წერით დავალებებს საკლასო, საშინაო თუ შემაჯამებელი სამუშაოებისათვის
ü  რამდენად აქვს სერით შესრულებულ დავალებას შედეგი.
ü  დაგვეხმარება თუ არა სხვადასხვა რესურსები და აქტივობები წერითი უნარ-ჩვევების ამაღლებაში?
ü   იმოქმედებს თუ არა მოსწავლეთა მომავალი წარმატების მიღწევაში, სოციალურ და ინდივიდუალურ განვითარებაში.
ფოკუსჯგუფთან   წარმოქმნილმა დისკუსიამ უკეთ გამოავლინა რესპოდენტების დამოკიდებილება პრობლემისადმი , გამოირჩეოდნენ გულახდილობით ხდებოდა აზრთა გაცვლა გამოცვლა , მოუსმინეთ თითოეულის პრობლემას გავიზიაეთ  რჩევები, ეს მეთოდი დამეხმარა იმის გარკვევაში, თუ რა დამოკიდებულება აქვთ პედაგოგებს ამ საკითხისადმი გამოიკვეთა აქტუალური საკითხები ;

ü  რამდენად აქტუალურად ვიყენებთ წერით მეთოდს საგაკვეთილო საქმიანობაში.
ü   ძირითადად მივმართავთ ტესტებს
ü  ნაკლებად ვთანამშრომლობთ კოლეგებთან
ü  როგორ უნდა შეფასდეს წერითი დავალება
ü  შეუწყობს თუ არა ხელს წერა მოსწავლის პიროვნულ განვითარებას.
ü  მოსწავლეებს უფრო უადვილდებათ ზეპირი აზროვნება და უჭირთ წერითი დავალებების შესრულება.


 გამოკითხვის შედეგების ანალიზი
 VII-3 კლასის 23 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა ანკეტირების შევსებაში . გამოკითხვის მიზანი იყო, დამედგინა მოსწავლეები  ფლობდნენ თუ არა წერითი უნარ-ჩვევებს, რა სიხშირით სურდათ მათ წერითი დავალებების შესრულება, გაზრდიდა თუ არა მათ ინტერესს და მოტივაციას სწავლის სწავლის მიმართ ფლობდნენ თუ არა წერითი უნარ-ჩვევებს, გამოკითხულთა 65% ნაწილობრივ ფლობს წერით უნარ-ჩვევებს. ფიქრობს, რომ იშვიათად უტარდებათ გაკეთილები სადაც წერილობით გადმოსცემენ თავიანთ ნააზრევს. 26% აზრით სახლში უხდებათ წერითი დავალებების შესრულება. 54% სურს გაკვეთილების ჩატარება სხვადასხვა რესურსების გამოყენებით წერითი დავალებებისათვის. 75% ფიქრობს, რომ გაკვეთილზე რუკის, ფოტომასალის, სხვა რესურსების გამოყენებით მცირე წერითი დავალებების შესრულებით გაუმჯობესდებათ წერითი უნარ-ჩვევები. 81% თვლის რომ მსგავსი სტილით ჩატარებული გაკვეთილები საინტერესო იქნება მათთვის.    გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები ვერ ფლობენ წერით უნარ-ჩვევებს, იშვიათად უტარდებათ გაკვეთილები სხვადასხვა რესურესების გამოყენებით წერითი დავალებების შესასრულებლად, მოსწავლეების აზრით საინტერესო იქნებოდა მსგავსი ტიპის გაკვეთილების ჩატარება და გააუმჯობესებდნენ წერით უნარ-ჩვევებს.
მონაცემების ანალიზის შედაგად დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები
ü  დავგეგმავ გაკვეთილებს სხვადასხვა მეთოდისა და აქტივობების  გამოყენებით რომელიც მიმართული იქნება წერითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისაკენ.

ü  გაკვეთილები, სადაც მოსწავლეები თავად აქტიურად გამოიყენებენ რესურსებს, დაწერენ ისტორიულ ესეს, რეფერატს, არგუმენტებს.

კვლევის სამიზნე ჯგუფი                             
კვლევის სანიზნე ჯგუფად ავირჩიე საბაზო საფეხური VII3 კლასი, რათა უმეტეს წილად თავს იჩენს წერითი უნარ-ჩვევების ნაკლებობა, მოსწავლეებისათვის სირთულეს წარმოადგენს წერითი დავალებების შესრულება რადგან ის სირთულითა და მარვალფეროვნებით განსხვავდება წინა წლების სტანდარტით გათვალისწინებული წერითი დავალებებისგან, უჭირთ აზრის ქვეტექსტს მიღმა წაკითხვა, თემაში ავტორისა თუ საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, არსებული პრობლემატიკის დანახვა, ისტორიული კონტექსტის სრულფასოვნად გაშუქება, მოვლენების თანამედროვე პოზიციებიდან ხედვა.

ამ ასაკის მოსწავლე პიაჟეს მიხედვით ფორმალუროპერაციულ სტადიას მიეკუთვნება და შედარებით განვითარებული შესაძლებლობები აქვს მაგრამ აქვეა აღსანისნავი, რომ გონებასთან ერთად შეცვლილია ფსიქიკა, სოციალური სტატუსი თანატოლებში ადგილის დამკვიდრება ისე ,რომ სწავლა მათთვის მეორეხარისხოვანი ხდება ამიტომ წერითი მეთოდის შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. კვლევაში მონაწილეობდა ყველა მოსწავლე  ინტერვენციების განხორციელების დროს ვითვალისწინებდიმათ შესაძლებლობას.
.
გამოკითხვის შედეგების ანალიზი 

 VII-3 კლასის 23 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა ანკეტირებიოს შევსებაში .



















გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები ვერ ფლობენ წერით უნარ-ჩვევებს, იშვიათად უტარდებათ გაკვეთილები სხვადასხვა რესურესების გამოყენებით წერითი დავალებების შესასრულებლად, მოსწავლეების აზრით საინტერესო იქნებოდა მსგავსი ტიპის გაკვეთილების ჩატარება და გააუმჯობესებდნენ წერით უნარ-ჩვევებს.

მონაცემების ანალიზის შედაგად დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები

 მასწავლებელი დაგეგმავს გაკვეთილებს სხვადასხვა რესურსების გამოყენებით რომელიც მიმართული იქნება წერითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისაკენ.

  დაიგეგმება გაკვეთილი სადაც მოსწავლეები წინასწარ შერჩეულ თემაზე, დაწერენ რეფერატს რამდენიმე წყაროს გამოყენებით, გააკეთებენ ანალიზს და წერის დროს შესაბამისი სტრატეგიებს გამოყენებენ.

ანკეტირების მონაცემთა საფუძველზე დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები
სამიზნე ჯგუფში VII-3 კლასში განვახორციელე პირველი ინტერვენცია- ფლუმის 5 კუთხის მეთოდი.
ü  მოსწავლეები წინასწარ შერჩეულ თემაზე დაწერ სამი სიტყვარომელიც ასოცირდება შესასწავლ ან შესწავლილ თემასთან.

ü  მოსწავლეებმა აღნიშნული სამი სიტყვა უნდა განავრცონ სამ წინადადებად;

ü  შემდეგი საფეხური შესავალი და დასკვნითი წინადადებების შექმნა იქნება;

ü   მიღებული ხუთი წინადადების ხუთ აბზაცად განვრცობაა.

ü  დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებს ვთხოვთგადახედონ საკუთარ ნამუშევარს და გაასწორონ შეცდომები;

მეორე ინტერვენცია
 სამიზნე ჯგუფში VII-3 კლასში  განვახორციელე  ფლუმის 7 კუთხის მეთოდი რომლის საშუალებითაც შევაფასე მოსწავლეთა სააზროვნო უნარები.
ü  მოსწავლეებს სთხოვეთ სწრაფად ჩამოწერონ (დაახლოებით 5 წუთშიყველაფერირაც იციან თემის შესახებ .

ü  ხსნან მთავარი აზრი ერთი წინადადებით- ( მაგ. მინდა ავხსნა, რომ..)

ü  შემდეგ ჩამოწერონ რამდენიმე ალტერნატიული შეკითხვა . ( წინადადებებს მისცენ კითხვის ფორმა)
ü  დასვან რაც შეიძლება ადვილი შეკითხვა.

ü  უნდა გამოიყენონ ისეთი კითხვითი სიტყვებიროგორებიცაავინრარატომროგორრომელისცადონრომ გამოიყენონ კითხვის დასმის ისეთი ფორმარომელიც დაეხმარებათ უფრო ადვილად მიიღონ პასუხი.

ü  ამოარჩიონ და გაუზიარონ ერთმანეთს მოსწავლეებმა საუკეთესო კითხვები  და შეაფასონრატომ არის ესა თუ ის კითხვა უკეთესი?

ü  განმარტონ  რატომ მიანიჭეს უპირატესობა  ამორჩეულ კონკრეტულ შეკითხვას და  დაასაბუთონ როგორ პასუხობს მათი არჩევანი თემას

 გამოყენებული ლიტერატურა:

1.პრაქტიკული კვლევა დამწყებთათვის ( ავთ. ნ. გოგლიჩიძე, თ. ჭანტურია, ნ. ჯინჭარაძე) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი 2016 წ.

 2.ეროვნული სასწავლო გეგმა.თავი VIII.პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები.მუხლი 48.3.ა.11.10.2011წ.

 3. ინასარიძე მ, ლობჟანიძე ს, რატიანი მ, ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიულგანვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი
http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf 

 ინტერნეტგაზეთი:

 http://mastsavlebeli.ge/?p=9588https://www.slideshare.net/mylenss/ss-15892201 http://old.ucss.ge/geo/http://ncp.ge/ge/tsigniereba/shesavali) http://old.ucss.ge/geo/publication/publications_detail.php?ID=173 


ინტერვენციის ანალიზი
მოსწავლეებისთვის უცხო იყო ფლუმის ორი მეთოდი  ( მოდელი შექმნა ნორგიის უნივერსიტეტის ლექტორმა კარლ ჰენრიკ ფლუმმა)და მისი მომზადების წესები თუმცა დიდი ინტერესით შეხვდნენ იმ ფაქტს, რომ ბოლო შემაჯამებელ გაკვეთილზე მსგავსი დავალებები უნდა წარმოედგინათ. მაქსიმალურად დაწვრილებით ავუხსენი, თუ როგორ უნდა დაეწერათ ფლუმის მეთოდის გამოყენებით დავალება ვუკარნახე შესავალი წინადადებით როგორ უნდა წარმოადგინონ თემა. დასკვნითი წინადადებით კი თავი უნდა მოუყარონ ყველაზე საინტერესო ინფორმაციას.
ვურჩიე მოსწავლეებსახსნან და დაასაბუთონ, რა უნდოდათ ეთქვათ თითოეული წინადადებით? შესწორების დროს მოსწავლეებს მივეცი მითითება  როგორ უნდა დააკავშირდეს  წინადადება წინადადებასთან.
მოსწავლეები ინტერესით მოეკიდნენ ახალ აქტივობას, თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე შემდეგი  გაკვეთილისთვის  შეარჩიეს თემები, დასვეს დამაზუსტებელი კითხვები,  მივეცი დრო მოსამზადებლად, პრეზენტაციები იყო ძალიან საინტერესო, მეტ ნაკლებად იყო  დაცული წერის ინსტრუქცია, შევამჩნიე , რომ მოსწავლეებში ამ მეთოდმა აამაღლა მოტივაცია წერის მიმართ, გახდნენ  უფრო თავდაჯერებულები და  ნელ-ნელა შეძლე დიდი მოცულობის სამუშაოს უპრობლემოდ შესრულებაც.
მივიჩნევ, რომ ასეთი სამუშაო გაკვეთილი ჩემ საგანში  გააუმჯობესებს წერით უნარ-ჩვევებს, აქტიურად შეიძლება მისი გამოყენება  სხვა გაკვეთილებზეც.
 მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ გაუიოლდათ წერა, ადვილად ახერხებენ მთავარი ინფორმაციის ამოკითხვას და გაანალიზებას, ისწავლეს, როგორ ჩამოაყალიბონ პოზიცია არგუმენტირებულად.

მე კმაყოფილი ვარ მიღებული შედეგის იმედია,  მოსწავლეებს უფრო მეტად განუვითარდებათ წერითი უნარ-ჩვევები ისტორიაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებულია, ისინი იაზროვნებენ! რაც უფრო ხშირად მივცემთ მოსწავლეებს აზროვნებისა და ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული დავალებებს შესასრულებლად მით უფრო გაიზრდება წერითი დავალებების შესრულების  ინტერესი, სამომავლოდ ეს ყველაფერი მათ წარმატებებსა სწავლა-სწავლების ხარისხზეც  აისახება.

         
                            რეფლექსია კვლევის შედეგებიას გაზიარების შესახებ.
ჩემი მოსწავლეების საჭიროებებიდან გამომდინარე, განვახორციელე საკუთარი პრაქტიკის კვლევა: როგორ განუვითაროთ მოსწავლეებს წერითი უნარ -ჩვევები ისტორიაში.
საკვლევი საკითხის განსაზღვრის შემდეგ გავეცანი სათანადო მეთოდურ ლიტერატურას, დავგეგმე და განვახორციელე საჭირო ინტერვენციები. პერიოდულად ტესტირების საშუალებით ვაწარმოებდი შედეგების მონიტორინგს.
კვლევის შედეგად მიღებული გამოცდილების კოლეგებისთვის გაზიარების მიზნით, ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიში წარვუდგინე ჩვენი სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებათა კათედრას, ფასილიტატორსა და შეფასების ჯგუფის წევრებს, კლასის დამრიგებელს, კვლევა წარმოვადგინე power point-ში მომზადებული.
წარმოდგენილი კვლევა  უკავშირდება ისტორიაში წერითი უნარ-ჩვევების განვითარებას. სამიზნე ჯგუფად ავირჩიე VII3 კლასი, რადგან სწორედ საბაზო საფეხურის ამ ასაკში არის საჭირო წერითი უნარ-ჩვევების განვითარება, რაც დიდ გავლენას მოახდენს მათში მოტივაციის ამაღლებასა და მომავალ  წარმატებებზე.
პრეზენტაციაზე აუდიტორიას გავაცანი კვლევის მიზანი, განხილული ლიტერატურა, გამოყენებული ინტერვენციები და მიღებული შედეგები, წარვუდგინე მონაცემთა ანალიზის ამსახველი დიაგრამები,  გავაცანი კვლევის შედეგად გაკეთებული დასკვნები და მიღებული გამოცდილების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები.

განხორციელებული შეხვედრის ანალიზის შედეგად, ვფიქრობ, რომ სხვების გამოცდილების გაზიარება, რეკომენდაციები და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან პრაქტიკის კვლევა განვახორციელე პირველად და თითოეული ჩემი კოლეგის აზრი ამასთან დაკავშირებით მისაღები და საინტერესოა. კოლეგები პრეზენტაციის მოსმენის შემდეგ გვისვამდნენ შეკითხვებს, აზუსტებდნენ ინფორმაციას. სურვილი გამოთქვეს, თავადაც აწარმოონ კვლევები და ითანამშრომლონ ჩვენთან. გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები.



      რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნანა სიხარულიძემ აღნიშნა,  რომ პრობლემა მართლაც აქტუალურია, რადგან  მასაც აქვს ზემოთ აღნიშნული პრობლემა და ჩემ მიერ განხორციელებულ ინტერვენციებს აუცილებლად გამოიყენებს, რათა დაეხმაროს წერითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში.
   ქართული ენისა და ლიტერატურის  პედაგოგმა ლელა ჯანაშიამ გამოთქვა თავისი შეხედულება და აღნიშნა, რომ თავისი საგნის სწავლებისას ყურადღებას გაამახვილებდა აღნიშნული პრობლემის დაძლევაზე და გამოიყენებდა მსგავს  ინტერვენციებს.
   დირექტორის მოადგილემ, ქ-ნმა  მაია ლომიძემ კმაყოფილება  გამოთქვა ჩვენი  მუშაობით, აღინიშნა,  რომ  კარგი იქნება, თუ ამ კვლევას  სხვა კლასებში და სხვა პედაგოგებიც განახორციელებენ და შემდგომში მოხდება შედარებითი ანალიზი, გამოცდილების გაზიარება.
ასევე  კმაყოფილება გამოთქვეს სხვა პედაგოგებმაც აღინიშნა, რომ პრობლემა მართლაც აქტუალურია და მის მოგვარებაზე ზრუნვა ერთი საგნის პედაგოგ,მა კი არ უნდა დაიწყოს მხოლოდ, არამედ ურთიერთთანამშრომლობით უნდა დაისახოს პრობლემის გადაჭრის გზები, რაც უფრო ეფექტურს გახდის სწავლება-სწავლის პროცესებს.
ამგვარად, კვლევის შედეგებიდან და კოლეგების უკუკავშირიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი კვლევის მიზანი მიღწეულია: 
მოსწავლეებმა განივითარეს წერითი უნარი ჩემ საგანში, გაიზარდა მათი მოტივაცია.
ჩემ მიერ განხორციელებული კვლევის პრეზენტაციის  შედეგად  შეიძლება დავასკვნა, რომ  პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა  ჩემი პროფესიული განვითარებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია. აუცილებლად გავითვალისწინებ შემდგომ სასწავლო წლებში კვლევის შედეგებს, იმას,  რომ ისტორიაში წერითი უნარ-ჩვევები მნიშვნელოვანად განაპირობებს მოსწავლეთა სოციალური უნარების განვითარებას და დიდ გავლენას მოახდენს მათ მომავლ  წარმატებებზე. ვიმუშავებ მოსწავლეებთან  ამ მიმართულებით და გამოვიყენებ სხვადასხვა რესურსს წერითი უნარ-ჩვევების განვითარებისათვის. წარმოდგენი კვლევის ანგარიშს გამოვაქვეყნებ ჩემს ბლოგზე.
იმედი მაქვს, თანდათან უფრო დავხვეწთ ურთიერთთანამშრომლობის ხარისხს და ბევრ საინტერესო კვლევას ჩავატარებთ და სხვა სკოლებთანაც ვითანამშრომლებთ.









კვლევა იყო საინტერესო და გამოყენებადი მათთვის პროფესიული განვითარების წინსვლაში.შესაბამისად კოლეგები მზად არიან თავიანთ პრაქტიკაშიც დანერგონ მსგავსი ტიპის კვლევები რაც დაეხმარებათ პროფესიულ განვითარებაში და შედეგების გაუმჯობესებაში.












მადლობთ ყურადღებისთვის....💗👄